საქართველოში 794 ათას ადამიანზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ცხოვრების დონის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში აბოსლიტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21.5% იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ 3,728 მილიონი ადამიანიდან 794 ათასი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მეტად სოფლებში ჭარბობს, კერძოდ, საქსტატის მონაცემებით სოფლებში დასახლებული ადამიანების 27.5% აბსოლიტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ქალაქში ეს მაჩვენებელი 17.1%-ია.
ასაკობრივ ჭრილში კი ყველაზე მეტი ღარიბი ადამიანი 0-17 წალმდე ასაკისაა.