იმნაძე: “რომ შეზარხოშდებიან და ქართული ხვევნა-კოცნა იწყება ხოლმე, ამიტომ არის კომენდანტი 25ნახვები ბევრჯერ მაქვს ეს ახსნილი. ეს არის მობილობის შემცირებისთვის. ღიად რომ ვთქვა, კარგად რომ შეზარხოშდებიან ადამიანები, ქართული ხვევნა-კოცნა რომ იწყება ხოლმე სუფრაზე, ამას რომ ავარიდოთ თავი, ამიტომ არის ეს. რეალობა ეს არის, ასე ვრცელდება ეს დაავადება, დიდი კლასტერები სუფრებთან იყო ყოველთვის დაკავშირებული.
22:00 საათამდეა ახლა [კომენდანტის საათი], ალბათ მალე ესეც მოიხსნება იმიტომ, რომ ჯერჯერობით ეს დარჩა ერთი ფაქტორი, რომელიც ფართო გავრცელებას ხელს უშლის”. –განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ რადიო თავისუფლების ეთერში.