თავად მსახიობი მიღებულ გადაწყვეტილებას პარტიის წევრებისადმი ნდობითა და მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკით ხსნის.
ცოტა ხნით ადრე ამერიკელმა მსახიობმა რუსეთისთვის თავისი პირველი კანონპროექტი მოამზადა. სიგალის მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს შორის იყო გარემოს დაბინძურების გამო ნასამართლევი მოქალაქეების პატიმრობით დასჯა და მათთვის გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
პარტია “სამართლიანი რუსეთი – სიმართლისთვის” ოფიციალური წარმომადგენლის ელიზავეტა კონდაკოვას განცხადებით, სტივენ სიგალის საკანონმდებლო ინიციატივა, შესაძლოა, 2021 წლის სექტემბრის გოსდუმის არჩევნებში პარტიისთვის ერთ-ერთი საკვანძო ინიციატივა გახდეს.