“ბიძინა ივანიშვილს მე არაფერში არ დავმუქრებივარ. ყოველთვის ვუპირისპირდებოდი პოლიტიკის იმ ნაწილებში, რომელიც მიმაჩნდა ანტიდრაციულად და ანტიეროვნულად. როგორებიც იყო-ნარკოლიბერალიზაცია, სასოფლო მიწების უცხოელებზე გაყიდვა, ემიგრაცია ახლო აღმოსავლეთიდან, კაზინოები და აზარტული თამაშები და ა.შ. ყოველთვის ვცდილობდი ამ ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობა მიმეღო და სანაცვლოდ ვღებულობდი მხოლოდ კრიტიკას, დაცინვას, შეურაცხყოფას…რაღაც ეტაპზე ჩემი ფიალა აივსო და ამ ხანძრების ინდივიდუალურად ქრობას, მერჩივნა გადამედგა ჩემთვის ასე არასასურველი ნაბიჯი.
რაც შეეხება ვარ თუ არა ბიძინას პროექტი, მისი პროექტი არის ის, ვინც იყო მის გუნდში…
პატივს ვცემ ბიძინას ქველმოქმედის პოლიტიკას და არ ვცემ პატიბს მის პოლიტიკას. მე ვუპირისპირდები მის პოლიტიკას.
ეს არ ნიშნავს, რომ მე ბიძინა მძულს, მაგრამ არაფერი მის პოლიტიკაში ჩემში მოწონებას არ იწვევს”-განაცხადა ლევან ვასაძემ “რეაქციაში”.