ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ – ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის (მოცარტის სონატის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის) გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ თავად ირმა გიგანმა დაწერა ფეისბუქში:
“სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა შედეგები და დიიიდი სიხარულით გიზიარებთ რომ მოვიგე BECHSTEIN-BRUCKNER-ის კონკურსი”- წერს პიანისტი.
საკუთარი ემოცია გაუზიარა მეგობრებს პიანისტის დედამ, თაკო ჩარკვიანმა.
“მეგობრებო ბედნიერი ვარ! ჩემი ირმა გიგანი ავსტრიის ბეხშტეინ – ბრუკნერის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ყველა სპეცპრიზის ( მოცარტის სონატის და ბრუკნერის ფანტაზიის საუკეთესო შესრულებისთვის) გამარჯვებული გახდა – გილოცავ დე”- წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge ულოცავს ირმა გიგანს ამ წარმატებას