მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, სხდომისას ენმ-ის წევრებს ჰკითხა:
“ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ ზიხართ, რატომ სხედხართ, 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს კითხის დაზუსტებისთვის, საერთოდ, რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?”
შეგახსენებთ, 2 თებერვალს მსგავსი კითხვა ალეკო ელისაშვილს პარლამენტში თეა წულუკიანმა დაუსვა.
წულუკიანმა მაშინ ელისაშვილს უთხრა:
“პარლამენტში დევს 90 ცალი მუთაქა “ქართული ოცნებიდან” – და 60 მგელი რომ შევალთ იქ, ნახეთ, რას დავატრიალებთ, ეს ხომ თქვენი სიტყვებია, ბატონო ალეკო? ახლა ჩვენ ვართ აქ 90 ცალი მუთაქა და თქვენ მგლობის ვერაფერი შეგატყვეთ…
რა გაცინებთ?! თქვენ ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. აი, რა გაცინებთ?! რა თავს აქიცინებთ?! თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი.”