20 ივნისს, დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან. რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. გარკვეული კითხვები მაქვს დასმული: რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. ოპერაციის დაგეგმვაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი [გიორგი გახარია]. ამას აკეთებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. მეორე – რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მთავარი არხის ეთერში.