ულტიმატუმების ენით საუბარს პოლიტიკოსებს არ პატიობს ხალხი… არამცთუ დოხტურებს!!! – თამარ ივერი ამირან გამყრელიძეს

სოპრანო თამარ ივერი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება და ეპიდემიოლოგს მიმართავს.

“სჯობს თქვენს ოჯახში იმბრძანებლეთ ბატონო ამირან! ულტიმატუმების ენით საუბარს პოლიტიკოსებს არ პატიობს ხალხი…არამცთუ “დოხტურებს!!!”, – წერს თამარ ივერი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულის შემდეგ ყველა მასწავლებელი, ლექტორი და სტუდენტი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share