ხელისუფლება, ყოფილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ექს მერის, ბეგი სიორიძის კანდიდატურას, გურიის გუბერნატორის პოსტზე განიხილავს.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა:
“ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება” – ასე მოკლე და მშრალი პასუხით მოგვიშორა თავიდან სიორიძემ, როცა “გურიის მოამბე” ზემოაღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას უშუალოდ პირველწყაროსაგან შეეცადა.
თუმცა ამ ინფორმაციიდანაც ნათელია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, ანუ ყველა დაპირისპირებული ჯგუფების გაერთიანებას მმართველი პარტიის ირგვლივ, რომ 43% იან ბარიერს პარტია გადაახტეს, რომ (მიშელის დოკუმენტის თანახმად), რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სავალდებულო არ გახდეს.