„გედების ტბაზე” პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა,ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

„გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გვიან ღამით, პატრულირების დროს, პოლიციამ 7 დაგლეჯილი გედი აღმოაჩინა.

„50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი, ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share