„ეს არ არის პრორუსული მთავრობა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „ფორმულას” ეთერში „ქართულ ოცნებაზე” საუბრისას განაცხადა.
„იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ხელისუფლება იმართება მოსკოვიდან არაა [პრორუსული], მაგრამ იმ თვალსაზრისით, რომ 9 წარუმატებელი წელიწადი ეს ხელისუფლება არის ხელისუფლებაში ფაქტობრივად ემსახურება რუსეთის ინტერესებს.
რუსეთის მიზანი ჩვენთან მიმართებაში რა არის? დღეს რომ აქ სტუდიაში სიმართლის ინექცია გაკეთებული, კრემლის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პოლიტიკის დამგეგმავი დავსვათ ის გეტყვით, არავითარი ევროკავშირი, არავითარი ნატო. საქართველოს თავისუფალ ნაწილში განლაგებული თუნდაც ერთი სამხედრო ბაზა და მონაწილეობა და ვეტოს უფლება ყველა იმ პროექტში, რომელიც ენერგომატარებლების გატარებას გულისხმობს ახლა ან მომავალში საქართველოს ტერიტორიის გავლით… არცერთი… და ამას აკეთებ საქართველოს ხელისუფლება”, – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.