“მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ძალიან სერიოზულად განსახილველი ინიციატივაა. თუკი დაგვჭირდა ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების, სახელმწიფოს უახლოესი მეგობრების, ქვეყნის ქომაგების დამატებით ყურადღების მიპყრობა, ასეთ შემთხვევაში, ამ ნაბიჯზეც უნდა წავიდეთ”. – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში. მელია გამოეხმაურა ლელო-ს ერთერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მმართველი გუნდი მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.