დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივ დავას იწყებენ.
24 ადამიანი გერმანიის სამხრეთით, დასაქმების სააგენტომ მარწყვის საკრეფად გაუშვა, კონკრეტული კონტრაქტის პირობით – საათში ცხრანახევარი ევრო – დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი. რელობა სრულიად სხვა აღმოჩნდა.
10 ადამიანი ორ დღეში სამშობლოში დაბრუნებას იმაზე დიდი ვალით აპირებს, ვიდრე გამგზავრებამდე ჰქონდათ. ბოლო დამსაქმებელმა მათ ხელფასი არ გადაუხადა.
დასაქმების სააგენტო დუმს. არადა, სააგენტო ორი წლის წინ სწორედ ამ მოტივით შეიქმნა და ბიუჯეტიდან მილიონობით ლარით ფინანსდება.
2 წელიწადში 397 მილიონ 510 025 მლნ-მიიღეს. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად – 2020 წელს 81,000, ხოლო 2021 წელს 72,400 ლარი იხარჯებოდა.
მძიმე შრომის, დაბალი ანაზღურებისა და არაადამიანური პირობების მიუხედავად, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველების სია მაინც გრძელია – საქართველოს 91 ათასამდე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა, საქართველომ მთავრობამ კი სეზონურ სამუშაოზე 150 ათასამდე ადამიანი გაუშვა.