(რეზონანსი}ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებისთვის კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერას ეხმაურება.
„მანქანებზე ვიდეოჯარიმების ჩამოწერა არ სჯობდა? უფრო მეტი ამომრჩევლის გულს მოინადირებდით)).
ანუ დღეიდან ვარღვევთ „კომენდანტის საათსაც”, რეგულაციებსაც, თავზე ვიმხობთ ყველაფერს და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, ვინც გაბედავს და დაგვაჯარიმებს.
ჩემი ჯარიმა ჯარიმაა და სხვისი ჯარიმა კიტრია?)))) მალე დენის და გაზ-წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ, ოღონდ რამენაირად 43 პროცენტი შეაკოწიწონ არჩევნებზე”, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში