გიული ალასანია-მეც მითხრა მიშამ, რომ ის სექტემბერში ჩამოდის საქართველოში

“ძალიან მძიმე დღეები იყო, როცა მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა. ის საერთოდ ვერ იტანდა ქვეყნისგან შორს ყოფნას. მიჯაჭვული იყო აქაურობას. ძალიან გაუჭირდა. კი ბატონო მეგობრები ყავდა ბევრი, იქ ლექციებსაც კითხულობდა ამერიკაში, მაგრამ მისი მასშტაბის ადამიანისთვის ეს ძალიან ცოტა იყო.

ეს სიმშვიდე მაგისთვის კომფორტი არ იყო. ასეთი ცხოვრების, აქტიურობის შემდეგ უცებ ფუნქციის გარეშე დარჩენა…

მე დანაშაულად მიმაჩნია, რომ მისი მასშტაბის ადამიანი არის გამოუყენებელი. უკრაინაში ხშირად ჩავდივარ, იქ ყავს მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი.  მაგრამ ის არ არის მისი ქვეყანა, მისი გული არის აქ. აპირებს ჩამოსვლას. მეც მითხრა, რომ სექტემბერში ჩამოვდივარო.

მიშა ძალიან კეთილი ადამიანია. ძალიან ადვილად ივიწყებს წყენას. პატიება შეუძლია, ხან ისეთი რამის, მე მიკვირს ხოლმე. გულჩვილიცაა, შემცოდეა ადამიანის. “-განაცხადა გიული ალასანიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share