როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, გურიის ახალ გუბერნატორად გიორგი ურუშაძე ინიშნება.
ის “ოცნების” აქტივისტის ნუგზარ ურუშაძის შვილია.
ურუშაძე 38 წლისაა, მას ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა აქვს დამთავრებული, მუშაობდა შსს-ში და ამჟამად მუშაობს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში.
ცნობისთვის: გიორგი სახოკია თანამდებობიდან გადააყენეს, როგორც ცნობილია, ის გახარიას კადრი იყო და “ოცნებამ” წინასაარჩევნოდ მოიშორა.
ამის შესახებ ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები საუბრობენ.