1925 წელს ალასკაზე მძიმე ზამთარი იყო. ამავდროულად, სასიკვდილო დიფტერიის დაავადების აფეთქება მოხდა ნომის შორეულ პორტში, სადაც დაახლოებით 10 000 მკვიდრი ცხოვრობდა.დაავადებას ბავშვების განსაკუთრებით დაზარალება შეეძლო, რადგან ნომი რთულად მისადგომ ადგილზე მდებარეობდა, საშინელი მდგომარეობა შეიქმნა. წამალი, რომელსაც დიფტერიის წინააღმდეგ ბრძოლა შეეძლო, იყო ნენანას რკინიგზის სადგურში, ნომიდან 674 მილის დაშორებით. განუწყვეტელი ქარბუქის გამო შეუძლებელი გახდა წამლის თვითმფრინავით მიწოდება, ხელმძღვანელობამ შრატის გადატანა მარხილის ძაღლების მეშვეობით გადაწყვიტა.
მათ მრბოლელთა 20 გუნდი შეკრიბეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ცნობილი ალასკელი კაიურის (მარხილში შებმული ძაღლების ან ირმების გამრეკი.), ლეონარდ სეპალას გუნდი.მან ვაქცინის ჩატანა ხუთნახევარ დღეში შეძლო. მარხილის ერთ-ერთმა ძაღმა, ბალტომ განსაკუთრებული როლი შეასრულა 53 მილის ფინალურ ეტაპზე.
ტოგოს ისტორია
მაგრამ საზოგადოებას დაუმსახურებლად დაავიწყდა ციმბირული ჰასკი ტოგო, რომელმაც კიდევ უფრო დიდი გმირობა ჩაიდინა. ამ რბოლის მრავალი მოწმე მას მთავარ პერსონაჟად მიიჩნევს. თორმეტი წლის ტოგომ, რომელიც თავის გუნდს უსწრებდა, 264-კილომეტრიანი მონაკვეთი გადალახა, ხოლო თითოეული გუნდის საშუალო მონაკვეთს 31 მილი შეადგენდა. სეპალას ოჯახი ალასკაში 1900 წელს დასახლდა.
მათ მოაწყვეს საკუთარი ძაღლთსაშენი, სადაც სამგზავრო ძაღლებს აშენებდნენ. იმ დროს ალასკაში მთავარი სამგზავრო ძაღლები იყვნენ ალასკის მალამუტები ან შეჯვარების გზით გამოყვანილი ძაღლები. სეპალა რეგინში ყველაზე ძლიერი სპეციალისტი გახდა. მან იყიდა ციმბირული ჰასკი რუსი ბეწვის მოვაჭრისგან. ტოგოს დედა – დოლი.
ტოგო ავადმყოფი და ურჩი ლეკვი იყო. ის ზრდის ტემპით ჩამორჩებოდა ამ ჯიშის სხვა ლეკვებს. სეპალა მას გუნდისთვის უვარგისად თვლიდა და მისი გაჩუქება სცადა. მაგრამ ტოგო ახალ მეპატრონეს გაექცა, ფანჯრიდან გადახტომისას მინა ჩაამსხვრია. სეპალა მას გამოუსწორებელ ავაზაკად მიიჩნევდა. ტოგო იზრდებოდა, აღტაცეული იყო მის გარშემო მყოფი ძაღლებით. ვარჯიშის დროს მათთან ერთად დარბოდა და გზაში სხვა ძაღლებს ხელს უშლიდა. ეს ანაწყენებდა სეპალას. ხშირად უფრო დიდი და ძლიერი მალამუტები ჩაგრავდნენ ლეკვს.
რათა რვა თვის ლეკვს ხელი არ შეეშალა ვარჯიშისთვის სეპალამ იგი მარხილში შეაბა. შედეგად, ახალგაზრდა ჰასკიმ მოახერხა დღეში 75 მილის გარბენა. მას ადვილად შეეძლო მთაზე ასვლა. პირველსავე ხანებში გახდა ჯგუფის ლიდერი. ეს ნამდვილი წარმატება იყო სეპალასთვის. ტოგო იდეალური ძაღლი აღმოჩნდა. ტოგო გახდა სეპალას მთავარი ძაღლი, ის ცნობილი გახდა მთელ ალასკაზე თავისი გამძლეობითა და ჭკუით. ძაღლი იმარჯვებდა ყველა გრძელ და მოკლე დისტანციურ შეჯიბრზე. პატრონი და ძაღლი ერთ მთლიანობად იქცნენ.
როდესაც ნომში დიფტერიის ეპიდემია მოხდა, ტოგო 12 წლის იყო. მაგრამ ადგილობრივები დიდ იმედს ამყარებდნენ ამ ძაღლსა და მის პატრონზე. ყოველდღიურად ახალი ბავშვი იმფიცირდებოდა, ასევე იყო სიკვდილის შემთხვევები. საჭირო მედიკამენტების ჩამოსატანად მდევართა რამდენიმე ჯგუფი იქნა ორგანიზებული, რომელთაც 300 000 ამპულა ვაქცინა უნდა ჩამოეტანად ნენანას რკინიგზის სადგურიდან. მარხილებით 674 მილის გავლა მოუწიათ. 29 იანვარს, ციმბირის 20 საუკეთესო ჰასკი ნომში გაემგზავრა შრატისთვის. ბალტო მათ შორის არ ყოფილა, რადგან სეპალამ გადაწყვიტა, რომ ის ვერ შეძლებდა გაძღოლოდა გუნდს.
მაშინ ჰაერის ტემპერატურა – 30 გრადუსი იყო. სეპალას გუნდმა 170 მილი გაიარა, ის აღმოსავლეთით მიემართებოდა. ამავე დროს, დაავადება კიდევ უფრო გავრცელდა. მაშინ, ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დაემატებინა ჯგუფები. სეპალამ არ იცოდა ამის შესახებ. ერთ-ერთ ახალ გუნდში აღმოჩნდა ბალტო. სეპალას გუნდმა მოახერხა ყინულით დაფარული ნორტონის სრუტის გადალახვა. ამრიგად, მათ დაზოგეს დრო და მანძილი. ამის შემდეგ სეპალა შეხვდა ჰენრი იოვანოვს, რომელიც ნენანიდან დასავლეთისკენ მიემართებოდა. ასე მოხდა “წამლების ესტაფეტის” წარმატებულად გადაცემა. ტოგო და მისი პატრონი ძვირფასი ტვირთით გაემართნენ უკან ნომისკენ.
სახლისკენ მიმავალი გზა ადვილი არ გახლდათ. გუნდი ყინულში გაიჭედა. გადაწყდა მოწყვეტილი ყინულის ნაწილის საშუალებით გადაელახათ წინააღმდეგობა. ამისათვის სეპალამ ტოგო წყალში ჩააგდო მასზე მიმაგრებული ძაღლის საყელოთი. ძაღლს ყინულთან ერთად უნდა გაეთრია მარხილი და ნაპირზე გასულიყო. ტოგოს საყელო მოსძვრა, მაგრამ ჭკვიანმა ძაღლმა წყალში ჩაყვინთა და საყელო თავის ადგილზე დააბრუნა.
ტოგომ მოახერხა ყინულის მოზიდვა და თავისი გუნდი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა ამის შემდეგ, ლეგენდარულმა ძაღლმა კიდევ ბევრი მილის გადალახვა შეძლო, სიცივეში მძიმე ტვირთთან ერთად. სეპალას გუნდმა სამაშველო ამპულები გადასცა მარათონის შემდეგ მონაწილეებს გოლოვინში.
იმ გუნდის კაიური იყო კაასენი. მან ჯგუფის ლიდერად ნახევარსისხლა ბალტო აირჩია. გუნდს ძლიერი ქარბუქის გავლა მოუხდა. ამაში დიდი როლი ითამაშა ბალტოს ყნოსვამ და მგრძნობელობამ. ძლიერ ქარბუქში ლიდერი უშეცდომოდ პოულობდა გზას. ჰაერის ტემპერატურა – 40 გრადუსს აღწევდა. ქარიშხალი დიდ პრობლემებს უქმნიდა ძაღლებსა და მათ პატრონებს. ადამიანები და ძაღლები თავიანთი შესაძლებლობების ღვარს სცდებოდნენ. კაასენმა და ბალტომ წამალი ნომში ჩაიტანეს. იქ მათ ისე შეხვდნენ, როგორც გმირებს.
ქალაქის გადამრჩენელთა დიდება მათ ხვდათ წილად, მაგრამ სამაშველო ოპერაციების დიდი ნაწილი სეპალამ და ტოგომ ჩაატარეს. ნომის შემდეგ, სეპალამ და მისმა ძაღლებმა 48 ადგილას იმოგზაურეს, სადაც სისხლის შრატი ჩაჰქონდათ. ტოგომ დარჩენილი ცხოვრება პატივსა და სიმშვიდეში გაატარა. მეპატრონემ მეგობარი 16 წლის ასაკში დააძინა. ტოგო თითქმის დაბრმავდა, ძლიერ სტკიოდა თათები. ახლა უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცნობს ტოგოს, როგორც სიტუაციის ნამდვილ მხსნელს სეპალა გარდაიცვალა 1967 წელს. ის 89 წლის იყო.
2001 წელს ტოგოს ძეგლი აღიმართა ნიუ-იორკის სევარდ პარკში, ხოლო 2019 წელს დისნეიმ გადაიღო ფილმი მის შესახებ, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ტოგოს შთამომავალი, დიზელი.
https://www.allnews.ge/