დღეიდან ურეკი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ეპიცენტრი გახდება. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების ოჯახის წევრები დემონსტრაციისთვის უკვე ემზადებიან და 13 პირის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტს დღეს კიდევ ერთხელ გამოხატავენ. ბრალდებულების ოჯახის წევრები, მათ მხარდასაჭერად აქციაზე 3 სოფლის მოსახლეობას ელოდებიან. ადგილობრივების გაღიზიანება კი გუშინ მოსამართლე, ია ბარამიძის გადაწყვეტილებას და 13 დაკავებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. დაკავებულების ახლობლებმა ურეკის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც პოლიციასთან დაპირისპირებაც მოხდა. ცნობისთვის, პოლიციელს თავს 3 დღის წინ დაესხნენ. შსს-მ 13 პირი თავდაპირველად 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც და 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ.