დაკავებების მორიგი სერია – ძალადობრივი დაჯგუფების წევრები ისევ რჩებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც თბილისი პრაიდის მონაწილეები არიან შეკრებილები.
რადიკალები პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, არსებული ინფორმაციით, დააკავეს კიდევ 4 პირი.
თბილისი პრაიდის კვირეულის პირველი დღე კი დასრულდა. კინოჩვენებას დიპლომატები დაესწრნენ. ახლა პოლიციის მთავარი საზრუნავია უსაფრთხოდ დატოვონ დიპლომატებმა ტერიტორია.
ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციას 12 პირი ჰყავდა დაკავებული.