ეს ამბავი ალბათ, ბევრმა იცით, მარა მაინც გამოვქვეყნებ. 1921 წლის 1 თებერვალს, ოკუპაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაზე მენშევიკი ბენია ჩხიკვიშვილი და სოციალ-ფედერალისტი შალვა ნუცუბიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს შეკამათება კი დასრულდა იმით, რომ ბენია ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს ხელი გაარტყა და თვალი დაუზიანა. მეორე დღეს თბილისში სტუდენტებმა დემონსტრაცია გამართეს ნუცუბიძის მხარდასაჭერად და ხმამაღლა დაგმეს ბენია ჩხიკვიშვილის საქციელი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩხიკვიშვილი-ნუცუბიძის კონფლიქტი ბევრს უკვე აღარც კი ახსოვდა, მაგრამ როდესაც სოციალ-ფედერალისტთა ერთმა ნაწილმა, თედო ღლონტისა და შალვა ნუცუბიძის მეთაურობით, საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობა დაიწყო, ნუცუბიძესთან სტუდენტები მივიდნენ და განუცხადეს: „ეს რა შეცდომა დავუშვით, რომ თქვენს გამო დემონსტრაციაზე გამოვედით, ბენია ჩხიკვიშვილმა რატომ მეორე თვალიც არ ამოგთხარათო”. წლების შემდეგ კი ბენიას შვილთან, სლავასთან, მისი მეგობარი, შალვა ნუცუბიძის ნათესავი მივიდა და უთხრა ნუცუბიძეს შენთან შეხვედრა სურსო. შეხვედრა შედგა. როგორც ყვებიან ნუცუბიძემ ასეთი რამ უთხრა სლავას: გაგონილი გექნება მამაშენსა და ჩემს შორის რაც მოხდა და მინდა იცოდე, ყველაფერი ჩემი ენის ბრალია იყოო”.