არავინ არ აპირებს გადადგომას!” – ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას.
“მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40%-საც გაიგებენ. რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!
P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად! The End”.
– წერს სამხარაძე.