ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა მედიას დეტალურად მოუყვა, როგორ იძალადა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ, მასზე, როცა ჟურნალისტი კითხვა დასმას ცდილობდა.
როგორ არ გრცხვენიათ-მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი… რატომ მოკალით ბიჭი-მეთქი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი, ან ტონა. მითხრა, წადი შე თხაო”, – ამბობს დალაქიშვილი.