მოცვი უაღრესად სასარგებლო მცენარეა. მას შეუძლია, რომ დაბლოკოს კიბოს უჯრედები და მას გამრავლების საშუალება არ მისცეს. ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი მფრინავები ღამით მხედველობის გაუმჯობესების მიზნით მოცვს იღებდნენ. მოცვი შედის ასევე კოსმონავტების მენიუში
მოცვი (Vaccinium) – მცენარეთა გვარია მანანისებრთა ოჯახის, მარადმწვანე ნახევრად ბუჩქი ან ბუჩქი. მოცვის ასამდე სახეობაა ცნობილი. საქართველოში ოთხი სახეობა გვხვდება – მთის მოცვი, ლურჯი მოცვი, წითელი მოცვი, კავკასიური მოცვი.
მოცვის შემადგენლობა და კალორიულობა
კენკრის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნაცარი, წყალი, მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები (ლიმონის, ვაშლის, ქარვის, რძის და სხვა). ვიტამინები – С, B ჯგუფის, ცხიმები, პროტეინი.
კალორიულობაა 100 გრამზე 57 კკალორია, ხოლო კონსერვირებული მოცვის – 88 კკალორია.
კენკრაში დიდი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტები, რაც უჯრედის დონეზე მოქმედებს კიბოს უჯრედებზე და მას გამრავლების საშუალებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე, მოცვი კიბოს დაავადებების განვითარების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
მოცვი ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ნივთიერებათა ცვლას.
პექტინების შემცველობის წყალობით, მოცვი წმენდს ნაწლავებს შლაკებისგან.
მოცვი შესანიშნავი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება და ანტიბიოტიკია. ამის გამო მას იყენებენ ხველებისა და ყელის სხვადასხვა დაავადების დროს.
მოცვის სასარგებლო ზემოქმედება აღინიშნება ასევე შარდსასქესო გზების დაავადებების მკურნალობისას.
მოცვის სასარგებლო თვისებებს იყენებენ ასევე კოსმეტოლოგიაში. პრეპარატებსა და საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ეს კენკრა, იყენებენ კანის დატენიანებისთვის, როგორც კანის ანთების საწინააღმდეგო საშუალებას.
მოცვის ნახარშს იყენებენ ეგზემის, დამწვრობისა და წყლულების დროს.
მოცვის ფოთლისგან დამზადებულ ნახარშს ადამიანებზე ჰიპოტონიური ზემოქმედება აქვს, ანუ არტერიულ წნევას აქვეითებს.
ასევე დამტკიცებულია, რომ მოცვი ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებზე. მოცვის ფოთლებში და ღეროებში არის ნივთიერებები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.
მოცვსა და მის საფუძველზე დამზადებულ სასმელებს იყენებენ თრომბის წარმოქმნისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის. ანტიკოაგულანტის შემცველობის წყალობით ნაყოფი ამცირებს სისხლის შედედებას.
მოცვის მიღება არ შეიძლება
მოცვმა შეიძლება ავნოს ადამიანებს, რომლებსაც ოქსალატურია აწუხებთ, ანუ თირკმლების დაავადება, რომელიც უკავშირდება ნივთიერებათა ცვლის პრობლემებს. ბევრი მოცვის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა. ასევე არ არის რეკომენდებული მოცვის მიღება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემები აქვს. უნდა მოერიდონ კენკრის მიღებას ისინიც, ვისაც ალერგია აქვს მოცვზე.