ლიხაურის საჯარო სკოლას წელს სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა; ლიხაურის საჯარო სკოლამ უამრავი ნიჭიერი თაობა აღზარდა, რაც მასწავლებლების დაუღალავი შრომის ნაყოფია.

წელს სკოლას სამი ოქროს მედლის, ხოლო ერთი – ვერცხლის კანდიდატი ჰყავს.

სკოლის საბაზო საფეხური კი ხუთმა მოსწავლემ 10 ქულაზე დაასრულა.

ლიხაურის საჯარო სკოლის მთელი კოლექტივი ულოცავს წარჩინებულ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ყველა ეტაპზე წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share