ცნობილი ამერიკელი მომღერალი და ლეგენდარული ბრიტანული ბენდის Queen საკონცერტო ვოკალისტი, ადამ ლამბერტი თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე კადრი გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს მომენტს, როდესაც ჰომოფობი ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისის აივანზე ასვლას ცდილობენ.
► ნახეთ: Queen და ადამ ლამბერტი კომპოზიციას Somebody To Love ასრულებენ
მუსიკოსმა გააზიარა გამოცემა Vice-ის სტატია, რომელიც იუწყებოდა, რომ “საქართველოში ულტრამემარჯვენე მოძალადეებმა ლგბტქ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ”.
“ყველას ძალიან პატარა ყ*ე აქვს”, – წერს ლამბერტი.
ადამ ლამბერტმა პოპულარობა მუსიკალურ შოუში American Idol მონაწილეობით მოიპოვა. არტისტს კარიერის განმავლობაში 3 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. 2011 წლიდან მომღერალი ლეგენდარული Queen-ის ვოკალისტია.