მეუფე იოსები: “მამა დემეტრე სულიერად ავადმყოფია, მამა იოსებს კი რამოდენიმე თვით მღვდელმსახურება შეუჩერდა” – ასე გამოეხმაურა შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები, გუშინ, “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოსები და მამა დემეტრე, ჟურნალისტების წინააღმდეგ უწმაწური განცხადებებითა და სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო ჩავწერეთ.
“ბერი დემეტრე სულიერად ავადაა, ეპილეფსია სჭირს, ამავე დროს ფსიქიურადაც გაუწონასწორებელია, შეურაცხადია, თეთრი ბილეთი აქვს.
რამდენჯერმე გავუშვი მონასტრიდან (გავაგდე), შემდეგ მამა იოსებმა მთხოვა მე მივხედავო, და როგორც ჩანს ისევ რაღაცეებს ურევს, რაიმე რომ დააშავოს პოლიცია ვერაფერს მოკითხავს, მინიმუმ საგიჟეში გამოამწყვდიონ რამოდენიმე დღით.
ხოლო მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნებისთვის, რამოდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება” – განაცხადა მეუფე იოსებმა.
გუშინ, მამა იოსებმა “გურიის მოამბესთან” თქვა, რომ ის ძირითადად რუსულ არხებს ეყრდნობა და ისე ავრცელებს ინფორმაციებს და ამავე დროს დაწერა, რომ “კომუნისტების დრო რომ იყოს, ჟურნალისტების 90 % დასახვრეტია”, ხოლო მამა დემეტრემ, პირდაპირ განაცხადა, რომ ქართველების დასჯისთვის 2008 წლის ომში, ის პუტინის გენიტალიებს ეთაქყვანება: “ვენაცვალე პუტინს ყ…ში, ქე გიქნათ ნაქნარი” – გვითხრა მამაომ.