“თქვენ ხომ იცით, არის მარტივი წესი: პოლიტიკური საქმიანობიდან როდესაც გადმოინაცვლებთ ჟურნალისტის შესაფერის საქმიანობაში გექნებათ კომენტარი. ამორალური, ბინძური პოლიტიკური საქმიანობის გამო, კომენტარს ვერ მიიღებთ.”
ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა , “მთავარი არხის” ჟურნალისტის შეკითხვას, ამ დრომდე, რატომ არ არიან დაკავებული 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.