64 წლის ასაკში ბორის ჩოჩიევი გარდაიცვალა, Sputnik Ossetia-ს ინფორმაციით, მას კორონავირუსი ივლისში დაუდგინდა. მას შემდეგ, რაც ჩოჩიევის მდგომარეობა გაუარესდა, ის ჩრდილოეთ ოსეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ეროვნებათა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს, ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას.