“ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებასა და ამ თემაზე ჯიმ რიშის მიერ გაკეთებულ განცხადებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი ეხმაურება. როგორც ის Twitter-ზე წერს, “ოცნების” ეს გადაწყვეტილება “ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის” საუკეთესო არაა:
“არაა საუკეთესო გადაწყვეტილება “ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის”, რითიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობებათა კომიტეტის იშვიათ გაკიცხვას გამოიწვევ”, – წერს ტოომას ჰენდრიკ ილვესი.