“მე, როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყარო არის მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა”,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის “ქართული ოცნების” შეცდომის გადაფარვის საშუალება, რომ “ქართული ოცნება” ისე კი არ განვიხილოთ, რომ მან მთლიანი ოპოზიციური სპექტრი „გადააგდო“, საკუთარ სიტყვას პატივს არ სცემს ან ა.შ. არამედ განვიხილოთ ისე, რომ ის გვაცილებს გრანდიოზულ საფრთხეს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის აღკვეთის სახით. ეს ყველაფერი უკვე „კლოუნადას“ ჰგავს წლების განმავლობაში.
მე, როგორც ერთ ადამიანს, ისეთ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, სადაც საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, რომ ამან გავლენა არ იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მინდა ამ ქვეყანაში მიმდინარეობდეს. სინამდვილეში ორივე პოლიტიკური ძალის სიცოცხლის წყარო არის მეორე მხარე. რომ არა ეს განცხადებები, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ თემაც არ ექნებოდა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.