ირაკლი კობახიძემ დღეს ჩოხატაურის მერობის კანდიდატი პარტიის ცენტრალურ ბრიფინგზე დაასახელა.
კობახიძემ თქვა, რომ “ოცნება” ჩოხატაურში დავით შარაშენიძეს წარადგენს. არადა ასეთი ვინმე ჩოხატაურელ მეოცნებეთა რიგებში არავინაა. სინამდვილეში, კობახიძეს დავით შარაშიძე უნდა დაესახელებინა, რომელიც საკრებულოში ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეა.