რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც პერსონალურ სანქციებს ითვალისწინებს მათ შორის „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ. კობახიძე ამბობს, რომ „ეს ღიმილისმომგვრელია“.
„ეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, რასაც ისინი ლაპარაკობენ. რაც შეეხება მათ მცდელობებს, ამ შემთხვევაშიც, თვითლუსტრაციას ახდენენ, როცა ამაზე საუბრობენ. რასაც ისინი აკეთებდნენ 1012 წლამდე იყო მუდმივი მცდელობა, რომ დაეშორებინათ საქართველო დასავლური სტრუქტურებისგან, რაც 2012 წლამდე წარმატებით მოახერხეს, სრული სტაგნაცია იყო ინტეგრაციის კუთხით ევროკავშირის და ნატო-ს მიმართულებით. იგივეს ცდილობენ ახლა ოპოზიციიდან, ცდილობენ, საქართველო დასავლურ სტრუქტურებს დააშორონ, მაგრამ ვერ მოახერხებენ“, – აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს, კობახიძე ამბობს, რომ მათ წინაშე მმართველ პარტიას შეუძლია პირობა დადოს, რომ „არავითარი კრიზისის შექმნის წინაპირობა არ იარსებებს, რაც შეგვიძლია თამამად ვთქვათ“.
„ამ პოლიტიკურ ძალებს აღარ აქვთ ამ კრიზისის განმეორებით შექმნის არავითარი რესურსი და ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა კობახიძემ.