ლანჩხუთის მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც დღეს პარტიამ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად დაასახელა, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ჩემთვის უდიდესი პატივია მმართველი პარტიის მიერ უკვე მეორედ გამოცხადებული ნდობა. ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ლანჩხუთელების წინაშე.
მე ვიცი რას ნიშნავს ატარებდე ლანჩხუთის მერის სახელს, როგორი რთული, გამოწვებებით სავსე და საამაყოა ეს საქმე ამავდროულად.
ჩემი მერობის პერიოდში, ჩვენ ღირსეულად გავართვით თავი არაერთ პრობლემას, განვახორცილეთ სხვადასხვა დიდი თუ მცირე პროექტი ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, კულტურასა და სოციალურ სფეროში. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ამის გარანტი არის სწორედ “ქართული ოცნების” ძლიერი გუნდი, რომლის მხარდაჭერით კიდევ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს და რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს მოცემულ პოლიტიკურ ველზე.
როგორი რთულიც არ უნდა იყოს ბრძოლა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვო თითოეული ლანჩხუთელის დიდი ნდობა, გავამართლო მათი იმედები და გუნდთან ერთად ვიყო მაქსიმალურად ორიენტირებული მეტი კარგი საქმის კეთებაზე.
მე ვიცი, რომ “ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო”. მადლობა ამ პრივილეგიისთვის მმართველ გუნდს, რომელიც კიდევ ერთხელ მენდო, მადლობა ყველა ლანჩხუთელს – თანამშრომლობის, თანადგომისა და ერთგულებისთვის!
მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც ერთად გავივლით და პირველივე ტურში ერთად გავიმარჯვებთ!