„ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებია. ოკუპაცია, რომელიც უმთავრესი გამოწვევაა. ძალიან ბევრი საუბარი გვესმის, არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსისგან. ჩვენ ჩვენი მხრივ, მივყვებით თანმიმდევრულ პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.
ძალიან კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. გულახდილად ვისაუბროთ, რომ დაწყებული ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ძმათაშორის მკვლელობა გვქონდა. დროებით ტერიტორიები დავკარგეთ, შემდეგ შეცდომა 2008 წელს გავიმეორეთ, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ. აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას, არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების მიერ გაწეულ ძალისხმევას, ეს გამოწვევა პრობლემად რჩება“,- აღნიშნავს პრემიერი.