საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია.
მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა.
ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რაის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.
აბერძნეთში მცხოვრებთა თქმით, ვარიბობიში მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. განადგურებულია სახლები, მანქანები და სხვადასხვა დაწესებულებები.
,,ხალხს სახლებში კარდაკარ ეძებენ” – წერს ინტერნეტგამოცემა georgians.
,,ვარიბობში იწვის ყველაფერი, ჩემთან ახლოს… კვამლში ვართ გახვეული…” – ქართველი ემიგრანტი ქეთევან ჯიმშელეიშვილი.
საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი კი წერს, რომ ქართველი ემიგრანტები უსაფრთხოდ არიან:
,,ბევრი ჩვენი ქართველი მუშაობდა იქ. გამოიყვანეს, მაგრამ სახლები დაიწვა”, _ დაწერა ქალბატონმა მაიამ.
საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
resonancedaily.com