ნიუ იორკი გახდა პირველი ქალაქი აშშ-ში, სადაც რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით იქნება შესაძლებელი.
შეზღუდვის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების მატება გახდა.
როიტერის ინფორმაციით, ნიუ იორკის მოსახლეობის 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.