ნიგოითის თემიდან და სოფელ ჩიბათიდან ლანჩხუთის საკრებულოს მოქმედ დეპუტატებს, მმართველი პარტიის ორ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრმა მოგვაწოდა. მისი თქმით, დეპუტატები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში გურიაში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად იმატებს და ყოველდღიურად კოვიდ დადებითობის მაჩვენებელი ასობით ადამიანს უდგინდება.