,,ადრე წყალი თვეობით არ გვქონდა.
ახლა გაგვიკეთეს. მილები უხარისხოა და მაღალ წნევაზე სკდება. მილი რომ გახეთქილია, ამას გვიან ამჩნევენ და დახარჯული წყლის საფასურს მოსახლეობა იხდის. წინა თვეში 200 ლარი გადავიხადე.“- გვეუბნება ანასეულის მკვიდრი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ჩვენი გადამღები ჯგუფი, დაბა ანასეულში ადგილობრივების მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, აქ მცხოვრებლებს გარდა დასაქმების და სოციალური პრობლემებისა, რაც გურიისთვის უცხო არ არის, უგზობა, გაუმართავი წყლის სისტემა და სოფლის სკოლის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აწუხებთ.
გთავაზობთ ფოტო-რეპორტაჟს ადგილიდან, რომელიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რა პირობებში უწევთ ადგილობრივებს ცხოვრება.