New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3758-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 101 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის შეფარდებით ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე.
საქართველოზე ცუდი შედეგები, ბოლო 7 დღის მონაცემებით, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა.
100 000 მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებლით კი, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-4 ადგილზეა.