აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რისკჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან იქნება, ფართო მოხმარებისთვის კი ხელმისაწვდომი, მისი აზრით, 2021 წლის აპრილისთვის იქნება.
ამასთან, ეს არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ტიპის ვაქცინაზე მუშაობს. მოდერნაც მუშაობს იდენტურ თუ არა, ძალიან მსგავს პრეპარატზე და მალე მისი ტესტირების შედეგებიც გახდება ცნობილი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მალე ერთზე მეტი ეფექტიანი ვაქცინა გვექნება.
ამჟამად ვიცით, რომ კომპანია ვაქცინის დამტკიცებას, სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით მოითხოვს. სიმართლე გითხრათ, ამაში დარწმუნებული ვარ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ხალხი ვაქცინის მიღებას უკვე ნოემბრის ბოლოდან ან დეკემბრის დასაწყისიდან შეძლებს, ალბათ უფრო დეკემბრიდან. ჩვენ ვაქცინის უსაფრთხოების მიმართულებით ყველა დეტალი ხელახლა უნდა გავიაროთ, თუმცა, ვვარაუდობ, რომ ის ხელმისაწვდომი წლის ბოლომდე იქნება” – ამბობს ფაუჩი CNN-თან საუბარში.