როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიები გაიმართება. მისი თქმით, ამ ღონისძიებებზე რეგულაციები სრულად იქნება დაცული.
„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც დაორგანიზებულ კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.