ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ვერიკო კვირკველია იქნება.
„გურია თუდეის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნების“ სიას ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში საკრებულოს მოქმედი წევრი ვერიკო კვირკველია ჩაუდგება სათავეში. სამეულში იქნება საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, რომელიც წინა ადგილობრივი არჩევნების წინ, მოულოდნელად, სიის მიღმა აღმოჩნდა. ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ ე.წ. გამსვლელ სიაში იქნება ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე, რომელიც ამჟამად მერიის პრესსამსახურის თანამშრომელია.
რაც შეეხება სიის პირველ ნომერს _ ვერიკო კვირკველია პროფესიით იურისტია, ამჟამად საკრებულოში კომისიას ხელმძღვანელობს. წინა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მას კულუარებში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატადაც ასახელებდნენ.