ურეკში, ზღვაში შესული მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ამ დილას მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი ადგილობრივებმა გამოიყვანეს წყლიდან, თუმცა , სანდო წყაროს ცნობით, ის დახრჩობით არაა გარდაცვლილი და სავარაუდოდ, გული გაუსკდა.
წყაროს ცნობით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი არაა. ის საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან ჩასული დამსვენებელია და არის 68 წლის.