ანონსი:
დღეს, 12 აგვისტოს, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესში კულტურის სამინისტროს სსიპ ოზურგეთის ა. წუწუნავას სახელობის თეატრის ის თანამშრომლები ჩაერთენ, რომელთაც აცრა ჯერ ჩატარებული არ ჰქონდათ. თანამშრომლების Sinopharm – ით ვაქცინაცია ოზურგეთში, კლინიკა „მედალფაში“ ჩატარდა. პროცესს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე დაესწრო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, ხელოვანების/კულტურის სფეროს წარმომადგენლების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში თეატრები, მუზეუმები, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და კულტურის სხვადასხვა ორგანიზაცია არის ჩართული.