ოზურგეთში 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ფეხი აიდგა სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სხვადასხვა დარგმა, ერთერთი პირველი კი გახლათ ბეჭდური საგამომცემლო საქმიანობა. რომლის პიონერიც გურიაში გახლდათ კოწია თავართქილაძე, რომელმაც პირველი წიგნის მაღაზია და სტამბა ოზურგეთში 1880 წლებში გახსნა, გაზეთი „ივერია“ (18.03.1888 წელი) იუწყებოდა, რომ ოზურგეთში იყო კონსტანტინე თავრთქილაძის წიგნის მაღაზია, სადაც შეიძლებოდა წიგნების ყიდვა. ამავე პერიოდში კოწია თავრთქილაძემ თავის ძმასთან ერთად დაარსა – „ძმები თავართქილაძეების გამომცემლობა“.
1891 წელს სტამბასა და მაღაზიასთან ერთად თავართქილაძემ ფასიანი ბიბლიოთეკაც გახსნა, რომელიც მისი გახსნიდან მეორე წელს უკვე უფასო გახდა და უსასყიდლოდ ემსახურებოდა მოსახლეობას. 1897 წელს ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობამ ახალი ბიბლიოთეკა გახსნა, რის შემდეგაც კოწია თავართქილაძემ მისი ბიბლიოთეკის წიგნის ფონდი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ოზურგეთის ბიბლიოთეკას. თავართქილაძის სტამბაში დაბეჭდილი წიგნები იაფი და ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისათვი და კარგადაც იყიდებოდა სწვლასა განათლებასა და წიგნს მოწყურებულ გურიაში.
კოწია თავართქილაძემ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გახსნა სტამბები და წიგნის მაღაზიები, მათ შორის ბათუმსა და სენაკში. თავართქილაძის გამოცემლობა ბეჭდავდა ქართულად თარგმნილ ევროპულ ლიტერატურას, ასევე ბეჭდავდა ქართულ პროზასა და პოეზიას, მათ შორის ცნობილია „ძმები თავართქილაძეების“ გამოცემლობის მიერ თავართქილაძისავე ბათუმის სტამბაში 1899 წელს დაბეჭდილი დასურათებული ვეხვისტყაოსანი.
კოწია თავართქილაძე ასევე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „შუამავალის“ წევრი და თავმჯდომარე, ამავე ამხანაგობას უკავშირდება გურიაში მეაბრეშუმეობის, მეფუტკრეობისა და ხილის წარმოების განვითარება.
ფოტოებზე – თავართქილაძის მიერ გამოცემული ვეხვისტყაოსნის გვერდები
ფოტო – ქართული წიგნის გამომცემელნი – მარცხნიდან დგანან: იოსებ იმედაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ისიდორე კვიცარიძე, ვასილ გადელია; მარცხნიდან სხედან: სოსიკო მერკვილაძე, ივანე როსტომაშვილი, ზაქარია ჭიჭინაძე, კოწია თავართქილაძე, სპირიდონ ჭელიძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა