როდესაც ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ჩამოდის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანია, როდესაც ცდილობ, რომ მის ვიზიტს აქციები და არეულობა დაუპირისპირო, ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ მათ არ ადარდებთ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ბუნება.
„როდესაც ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ჩამოდის, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანია, როდესაც ცდილობ, რომ მის ვიზიტს აქციები და არეულობა დაუპირისპირო, ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ მათ არ ადარდებთ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესები. ეს არის მათი ბუნება, რასაც ავლენ კიდევ ერთხელ მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის რადიკალური ფრთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.