“მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა თუ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების, ვინც უკვე იყვნენ 1, ან 2 დოზით აცრილი. ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85% ხოლო ორი დოზის პაციენტებში – 2.13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთი ვაქცინა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია.
მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, გააქტიურდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციაში ჩაერთონ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.