ჩოხატაურის მოქმედ მერს ამომრჩევლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, ირაკლი კუჭავას, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, ადგილობრივმა ამომრჩევლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა დიტყვიერ და ფიზი9კურ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, როცა შეხვედრაზე რამდენიმე ამომრჩეველმა ამავე სოფელში განხორციელებულ ძვირადღირებულ წყლის პროექტზე დაიწყო საუბარი.

როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები დასრულდა – სოფელს წყალი მაინც არ მიეწოდება,  მიზეზი წყლის საკმარისი დებეტის არ არსებობაა.

მოსახლეობა პასუხს ხელისუფლებას თხოვს – ხელისუფლება კი ხელს გეოლოგებისაკენ იშვერს:

“არანაირ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია, შეხვედრაზე იმყოფებოდარამდენიმე წყლის პროექტის განხორციელების გამო გაღიზიანებული ადამიანი, იყო ცოტაოდენი ხმამაღალი ლაპარაკი. ეს იყო და ეს” – გვითხრა ირაკლი კუჭავამ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share