„როდესაც ეს ხალხი ასეთ განცხადებებს აკეთებს, სიტუაციით სარგებლობას ცდილობს“, – განაცხადა დღეს, 18 აგვისტოს, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია “საქართველოსთვის” განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, გახარიას მხარდამჭერ აკაკი ბართაიას იარაღის ჩაუდეს და ამ გზით დააკავეს.
მდინარაძის თქმით, ამ ქვეყნაში უდანაშაულო ადამინებს არ აკავებენ, ხოლო მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ გახარია პარტიამ მნიშვნელობა დაკარგა.
„როდესაც ეს ხალხი ასეთ განცხადებებს აკეთებს, სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ. ცდილობენ აქტუალური იყვნენ. მათ აქტუალურობა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებად მედიაში აქვთ. ამ ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები „აპიარებენ“ და ამ „ქეისსაც“, ისევე როგორც სხვა „ქეისებს“, „ნაციონალური მოძრაობა” იყენებს”, – განაცხადა მდინარაძემ.