„ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები და სწორედ აქედან გამომდინარე, ვცდილობთ ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ, მათ შორის საველე ჰოსპიტლებიც. მსგავსი დაგეგმვა რეგიონულ ჭრილშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში არის განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობა. გუშინ აჭარის და იმერეთის რეგიონშიც შევძელით იმ პაციენტების კლინიკაში გადაყვანა, რომლებსაც ესაჭიროებოდათ“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.